17:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 13:23:22, 388 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირს

მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც ნატოს და ვერც ევროკავშირს, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოში რუსეთის ელჩის ალექსანდრე გრუშკოს განცხადებას.

ბაქრაძის შეფასებით, ნატო და ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ გაუარესდეს ვითარება.

„მადლობა ღმერთს, რომ რუსეთი ვერ მართავს ვერც ნატო-ს და ვერც ევროკავშირს, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ნატო-მ და ევროკავშირმა, ისინი არ დაუშვებენ ისეთ მოვლენებს, რომ გაუარესდეს მდგომარეობა, პირიქით, თუ ჩვენ ვყურებთ, როგორ მოქმედებს ნატო ცალკე, ევროკავშირი ცალკე, ამ ურთიერთთანამშრომლობით, ვხედავთ, რომ სადაც ნატო და ევროკავშირია, იქ არის მშვიდობა, სტაბილურობა, განვითრება, დემოკრატია, დაველოდოთ მოვლენებს, საქართველო თავის საშიანო დავალებებს ასრულებს როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს გაწევრიანება, როგორც ერთ, ისე მეორე ორგანიზაციაში, იქნება მშვიდობის და სტაბილურობის მომტანი კავკასიაში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა  ალექსანდრე გრუშენკომ ტელეკომპანია "როსია 24"-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება "ევროპაში სიტუაციას ააფეთქებს და წარმოუდგენელი კრიზისის ზღვარზე დააყენებს".

"წარმოუდგენელია სიტუაცია, რომ ამ ქვეყნებს ნატო-ში გაწევრიანების იმედი ჰქონდეთ", - განაცხადა გრუშკომ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics