|
2015-02-18 17:41:50, 551 ნახვა
პოლიტიკა
წიკლაური: სადმე უნიათოები რომ უნდოდეთ, ჭიკაიძეს, ზაქარეიშვილს და ხადურს ხელიდან გამოგვტაცებდნენ
საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს დაბარებით, ხელისუფლება უკრაინა–საქართველოს დიდხნიან ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებს. წიკლაურმა ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველო–უკრაინის ურთიერთობას განიხილავდნენ. „მებრძოლი უკრაინის ელჩს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და მას რაღაც ახსნა–განმარტებებს სთხოვენ. ამით ისინი უკრაინისა და საქართველოს ძალიან დიდ ხნიან ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებენ. ძალიან მაინტერესებს, პირდაპირ უკრაინას რომ მივარდით, რატომ არ განუცხადეთ პროტესტი სხვა ქვეყნებს?! აშშ–მ თქვა, რომ აქ არის პოლიტიკური დევნა, უკრაინა მართლა დაბალი ღობეა?!“, – აღნიშნა წიკლაურმა. დეპუტატმა სხდომაზე საქართველოში მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის პარალელი გაავლო და უწყების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს უნიათოები უწოდა. „უნიათოები, რომ ვინმეს სადმე უნდოდეს, მაგალითად ალექსანდრე ჭიკაიძე რომელიმე ქვეყანაში ახლა უკვე მინისტრად იქნებოდა დანიშნული. ან ხელიდან გამოგვტაცებდნენ პაატა ზაქარეიშვის, თუნდაც ნოდარ ხადურს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)