|
2016-03-31 12:27:54, 398 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ჩვენი სამართალდამცველები თვეზე მეტია ამ კადრების გამავრცელებლის მიგნებას ცდილობენ
„ჩვენი სამართალდამცველები უკვე თვეზე მეტია, ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით ცდილობენ მიაკვლიონ ამ კადრების გამავრცელებელს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტ სივრცეს არ აქვს საზღვრები“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ქართულმა საზოაგადოებამ ძალიან სწორი ინდიფერენტულობის პოზიცია გამოავლინა. მისივე განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო მუშაობა მიმდინარეობს. „მსგავსი ამაზრზენი დანაშაულებრივი ფაქტების მიმართ ინდიფერენტულობის გამოვლინება არის ერთადერთი და ყველაზე სწორი ხერხი იმისთვის, რომ შევაჩეროთ მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები, რომელსაც სამწუხაროდ საზღვარი არ აქვს. ჩვენი სამართალდამცველები უკვე თვეზე მეტია, ძალიან ინტენსიური თანამშრომლობით ცდილობენ მიაკვლიონ გამავრცელებელს, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ინტერნეტ სივრცეს, არ აქვს საზღვრები. ამ თვალსაზრისით მუშაობა გრძელდება. საზოგადოებამ აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავერთიანდეთ, ამ დანაშაულის წინააღმდეგ, რათა დამნაშავემ სასურველ შედეგს არ მიაღწიოს. ამ საკითხის დასადგენად ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან მჭიდრო მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)