|
2016-03-31 11:55:40, 356 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: „რესპუბლიკური პარტიის“ კოალიციიდან გასვლაზე საუბარი არ ყოფილა
„კომიტეტზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლაზე. საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი თანამდებობების დატოვებაზე“, - ეს განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიუშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის „რესპუბლიკელი“ მინისტრი ამბობს, რომ არჩევნებამდე კოალიცია ერთად იქნება. „მეც ვესწრებოდი პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომას, რომელიც ჩატარდა შაბათს და კვირას. კომიტეტმა დავალება მისცა პარტიის ხელმძღვანელობას, რათა მათ მოემზადებინათ შესაბამისი განცხადება, იმ კომიტეტის მუშაობიდან გამომდინარე. ამიტომ დღეს 12 საათზე იქნება ამ განცხადების განცხადება და შესაბამისად პოზიციების გაჟღერება. კომიტეტზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლაზე. საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი თანამდებობების დატოვებაზე. „რესპუბლიკური პარტია“ პასუხისმგებლობით ეკიდება თავის დადებულ პირობებს და ჩვენ არჩევნებამდე ცალსახად და მკაფიოდ მივდივართ ერთად“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)