|
2026-03-12 12:54:49, 3002 ნახვა
პოლიტიკა
გივი თარგამაძე სუს-ში მივიდა
გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. ყოფილმა პოლიტიკოსმა მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებასთან სასაუბროდ „სუს-ის კონტროლირებადი“ სასამართლოს შუამავლობა არ სჭირდება. შენობაში შესვლამდე თარგამაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკრიტიკა. მისი განცხადებით, თავადაც აქვს კითხვები, თუ რატომ არ ინტერესდება სუს-ი ქვეყანაში არსებული რეალური საფრთხეებით. “ჩემი ყველა განცხადება ეფუძნებოდა ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას. შესაბამისად, არაფერი დასასაბუთებელი მე არ მაქვს. დასასაბუთებელი აქვთ მათ — რატომ დამიძახეს ამ განცხადებებთან დაკავშირებით. იმის მაგივრად, რომ მიხედონ საქმეს, როდესაც აკითხავენ ჩემნაირ ადამიანებს და 300 კაცი უდგათ, რომელიც, თურმე, მზად არის აიათოლას ბრძანების შესასრულებლად… წავიდნენ ახლა და ის 300-ვე ადამიანი გააკონტროლონ! იმიტომ, რომ ისინი თუ გაიფანტნენ ახლა მთელ მსოფლიოში იმ დავალებებით, რაც აქვთ მიღებული (და არ იციან ამათმა რა აქვთ მიღებული), აი, მერე იქნება შარში ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა თარგამაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)