|
2026-03-11 16:12:51, 2958 ნახვა
პოლიტიკა
კანადაში აშშ-ის საკონსულოს ესროლეს
დაუდგენელმა ეჭვმიტანილებმა კანადის ქალაქ ტორონტოში აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, რასაც ოფიციალური პირები „ეროვნული უსაფრთხოების ინციდენტს“ უწოდებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიის ცნობით, სროლა სამშაბათს დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:30 საათზე მოხდა. ტორონტოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, ფრენკ ბარედოს თქმით, „ოფიცრებმა ადგილზე ჭურვები და შენობის დაზიანება აღმოაჩინეს”. როგორც ბარედომ ჟურნალისტებს განუცხადა, თეთრი Honda CR-V დილით ადრე აშშ-ის საკონსულოს მიუახლოვდა, ორი ეჭვმიტანილი მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და შენობას ესროლა. პოლიციის უფროსის მოადგილის თქმით, მოგვიანებით, ისინი მანქანაში დაბრუნდნენ და გაიქცნენ. შენობაში მყოფი პირები არ დაშავებულან. BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ადგილობრივ სამართალდამცავებთან კოორდინაციით. როგორც მედია იუწყება, 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ, ტორონტოში რამდენიმე შენობას ესროლეს, მათ შორის ებრაულ სინაგოგებს. ბიბისის ინფორმაციით, გასულ ორშაბათს ტყვიები ესროლეს ტორონტოში ირანის მთავრობის ირანელ-კანადელი კრიტიკოსის საკუთრებაში არსებულ კრივის დარბაზსაც. არც ერთი ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)