|
2026-03-10 20:19:18, 4383 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას რეჟიმმა მზია ამაღლობელის და სხვა პოლიტპატიმრების მონახულების უფლება არ მისცა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პერე ხუან პონსო სამპიეტროს საქართველოს ხელისუფლებამ არ მისცა ნებართვა, ენახა მომიტინგეები და გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ციხეში. „მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვთხოვეთ ნებართვა ციხეში პატიმრების, განსაკუთრებით სახაროვის პრემიის ლაურეატის [მზია ამაღლობელის] მოსანახულებლად. ჩვენ ეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს გავუზიარეთ. მათ კი უპასუხეს: „არა“. ჩვენ ვეთანხმებით, რომ მთავრობას აქვს უარის თქმის უფლება, მაგრამ ვთხოვეთ, რომ ეს საკითხი განიხილონ. ჩვენ გვჯერა, რომ თუ თქვენ აწარმოებთ ან გეგმავთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს (ეს საკითხი განვიხილეთ), მაშინ, რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოლაპარაკებები უნდა აწარმოოთ... ვფიქრობ, რომ არსებული ვითარება, რომელსაც ვხედავთ, გვაიძულებს, ვუთხრათ მთავრობას, რომ მათ, სულ მცირე, უნდა განიხილონ [პატიმრების] გათავისუფლება“, - განაცხადა სამპიეტრომ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)