|
2026-03-10 16:15:32, 3296 ნახვა
პოლიტიკა
მედია: ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა
ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე, მათ შორის, თეირანში ირანის რეჟიმის ბირთვული ლაბორატორიებიც იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ლაბორატორიებზე დარტყმები ირანის მასშტაბით რეჟიმის სამხედრო და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე იერიშების მასშტაბური კამპანიის შემადგენელი ნაწილი იყო. ისრაელელი მაღალჩინოსნების თქმით, ბოლო ოპერაციების მიზანი ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების დაზიანებაა. წინა იერიშების დროს აშშ-ისრაელის იერიშების სამიზნე ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ობიექტები იყო. პარალელურად, კომპანია Vantor-ის მიერ გავრცელებული სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ისრაელის იერიშების შედეგად დაზიანდა საჰაერო თავდაცვის ბაზები თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთსა და პარჩინშიც, რომელიც ირანის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ღრმად გასაიდუმლოებული სამხედრო კომპლექსია. მასზე ისრაელმა იერიშები 2024 წლის ოქტომბერშიც მიიტანა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)