13:32 - 21 May, 2026
|
2026-03-10 16:13:27, 3249 ნახვა
პოლიტიკა
ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს: ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ
ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე“. „ირანელ ხალხს თქვენი ფუჭი მუქარის არ ეშინია. ირანელი ხალხის განადგურება თქვენზე ძლიერებმაც ვერ შეძლეს. ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ“, - წერს ლარიჯანი X-ზე. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ ირანს „ოცჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამს, თუ ის ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება. მისი თქმით, აშშ გაანადგურებს ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც ირანის აღდგენას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)