|
2026-03-10 13:27:27, 2771 ნახვა
პოლიტიკა
IMEDI-ს ცნობით, EU-მ ყულევის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო
სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, ევროკავშირმა ყულევის ნავთობტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო. „იმედის“ თანახმად, ამ გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა. წერილის თანახმად, დევიდ ო’სალივანი მაკა ბოჭორიშვილს ეუბნება, რომ გადაწყვეტილება გადაიხედა მას შემდეგ, რაც „საქართველოს ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს“. რუსეთის მიმართ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი მოითხოვდა რუსეთსა და „მესამე ქვეყნებში“ ოთხ კონკრეტულ საპორტო ტერმინალთან ტრანზაქციების აკრძალვას. სწორედ ამ კატეგორიაში იყო გაყვანილი ყულევის პორტი. „იმედის“ ცნობით, დევიდ ო’სალივანი მაკა ბოჭორიშვილს წერს: „მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში, ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“. „იმედის“ თანახმად, დევიდ ო`სალივანი აგრეთვე განმარტავს, რომ ასეთმა გარემოებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს მათ ანალიზზე, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ყულევის პორტი სანქციათა ახალი პაკეტიდან ამოიღეს. პროპაგანდისტული არხის მიხედვით, წერილში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას. მისი ყურადღების ცენტრშია აგრეთვე სავაჭრო შეზღუდვების კონტროლი. „ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს“, – წერს დევიდ ო’სალივანი. „იმედი“ ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აგრეთვე სთავაზობს ბოჭორიშვილს, ვიდეოკონფერენციის რეჟიმში ევროპელ და ქართველ ექსპერტებს შორის გაიმართოს შეხვედრა, სადაც მხარეები სანქციებთან დაკავშირებით ერთმანეთს ინფორმაციას გაუზიარებენ. ყულევში ნავთობტერმინალი 2008 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ოპერატორია „შავი ზღვის ტერმინალი“, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR ფლობს.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)