|
2026-03-09 22:14:25, 3395 ნახვა
პოლიტიკა
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი სუს-ის გამოძიების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს
ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, ჯონ უოლტერსმა ინსტიტუტის კვლევის გამოქვეყნების შემდგომ სუს-ის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით "სერიოზული შეშფოთება გამოხატა" და აღნიშნა, რომ ის საჯაროდ ხელმისაწვდომ, გადამოწმებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ეს კვლევა საქართველოში ირანის მზარდ გავლენას ეხება და მისი თანაავტორები არიან ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ლუკ კოფი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი. ამის შესახებ განცხადება უოლტერსმა X-ზე გამოაქვეყნა. "ეს კვლევა არის ჰადსონის ინსტიტუტის პუბლიკაცია, რომელიც ინსტიტუტის კვლევითი სტანდარტების შესაბამისად შეიქმნა. კვლევა გადამოწმებულ ინფორმაციას ეფუძნება, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, როგორც ეს კვლევის შენიშვნების დამოწმებებში არის აღნიშნული, და ჰადსონის ინსტიტუტი მის მიგნებებს მტკიცედ უჭერს მხარს. ეს კვლევა გამომაფხიზლებელი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ირანი რეგიონში მადესტაბილიზებელი ძალაა. ამ კვლევის ავტორების გამოძიების ნაცვლად, საქართველოს ხელისუფლება შეშფოთებული უნდა იყოს მისი მიგნებებით, რომლებიც ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც ხელისუფლებამ უკვე უნდა იცოდეს. კვლევა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის მზარდი გავლენის თვალნათელ და სისტემურ სურათს წარმოაჩენს. ეს განვითარება როგორც საქართველოს, ისევე აშშ-ს ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს". - თქვა უოლტერსმა. შეგახსენებთ, რომ 7 მარტს სუს-მა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე დაიბარა.
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)