|
2026-03-09 15:15:03, 10507 ნახვა
სამხედრო
უკრაინამ იორდანიაში აშშ-ის ბაზების დასაცავად დრონების სპეციალისტები გაგზავნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი დრონების ექსპერტების ჯგუფი განლაგდენ, იორდანიაში აშშ-ს სამხედრო ობიექტებზე რათა დაიცვან ამერიკული სამხედრო ბაზები. ამის შესახებ ზელენსკიმ The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა დახმარება სთხოვა უკრაინას ხუთშაბათს, 5 მარტს. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელი სპეციალისტების ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში მეორე დღეს გაემგზავრა. „ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. მე ვუთხარი: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვგზავნით ჩვენს ექსპერტებს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა. თეთრმა სახლმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს იმის შესახებ, მოითხოვა თუ არა შეერთებულმა შტატებმა დახმარება უკრაინისგან. 5 მარტს ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ უკრაინამ მიიღო შეერთებული შტატებისგან დახმარების თხოვნა შაჰედის თავდასხმის დრონებისგან თავდაცვაში, რომლებსაც ირანი იყენებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებზე თავდასხმისთვის. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ირანის წინააღმდეგ ამერიკული ოპერაციის დაწყების შემდეგ, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გაგზავნის უკრაინელ ექსპერტებს ახლო აღმოსავლეთში ირანული დრონების ჩამოსასხმელად. ზელენსკიმ უპასუხა, რომ მას ასეთი მოთხოვნები არ მოუსმენია, თუმცა უკრაინა მზად იყო, დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი გამოცდილება გაეზიარებინა. მედია ასევე იუწყებოდა, რომ პენტაგონი და სპარსეთის ყურის სულ მცირე ერთი ქვეყანა ირანის დრონების თავდასხმების წინააღმდეგ უკრაინული დრონების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)