|
2026-03-07 10:53:57, 3089 ნახვა
პოლიტიკა
ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა საქართველოს მაღალი რანგის წარმომადგენელმა
საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი იუწყება, რომ „ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელმა“ თბილისში ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რისთვისაც მადლობას იხდის. ელჩი არ აზუსტებს მაღალჩინოსნის ვინაობას. სამძიმრის წიგნში ქართველი მაღალჩინოსნის ჩანაწერის ფოტო ირანის ელჩმა, სეიედ ალი მოჯანიმ, გაავრცელა დღეს საღამოს, 6 მარტს, თუმცა ჩანაწერის ავტორის ვინაობა დაუსახელებია. ფოტოზეც ჩანაწერის მხოლოდ ძირითადი ტექსტი ჩანს და არა ხელმოწერა. „თქვენო აღმატებულებავ“, - ასე მიმართავს ელჩი მოჯანი მას და წერს: „როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოს წარმომადგენელს, მადლობას მოგახსენებთ, რომ დღეს მობრძანდით საელჩოში და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეთ“. „მეგობარი გაჭირვებაში იცნობა“, - წერს ელჩი. ქართველმა მაღალჩინოსანმა სამძიმრის წიგნში შემდეგი შინაარსის ჩანაწერი დატოვა - ინგლისურ ენაზე: „ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე სამხედრო მოქმედებებმა მრავალი ადამიანის, მათ შორის უმაღლესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანისა და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა მალე აღდგება და სამხედრო მოქმედებებს დიპლომატია და პოლიტიკური დიალოგი ჩაანაცვლებს“. ეს ტექსტი თითქმის იდენტურია „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ 2 მარტს გავრცელებული განცხადების იმ ნაწილისა, რომელიც ირანს ეხებოდა.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)