|
2016-03-30 18:01:51, 373 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ფილიპ ჰემონდთან შეხვედრას დაესწრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს ფილიპ ჰემონდს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო. როგორც "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხზე ისაუბრეს. ბრიტანეთის საგარეო მდივანმა დაადასტურა გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე და ყურადღება მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა. ქართულმა მხარემ ფილიპ ჰემონდს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)