|
2016-03-30 17:57:47, 356 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დავეთანხმები განაცხადს საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საფრთხის შესახებ
„დავეთანხმები სახელწმიფო მდივნის განაცხადს იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იგივე გამოწვევა არსებობს უკრაინაშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივან ფილიპ ჰამონდთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთიდან მომავალ საფრთხეებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „მე დავეთანხმები ბატონი სახელწმიფო მდივნის განაცხადს იმ საფრთხის შესახებ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე. იგივე გამოწვევა არსებობს უკრაინაშიც. სანამ რუსეთი პატივს არ სცემს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტულ უფლებას ქართველი მოსახლეობისას, რომ იპოვონ თავიანთი იღბალი, ბედი, იბრძოლონ თავიანთი მომავლისთვის და სანამ ჩვენ ვაწყდებით პრობლემებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რასაკვირველია, ეს იქნება მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გამოწვევა საქართველოსთვის, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი მზაობა, რომ შემცირდეს ეს დაძაბულობა ამ კონფლიქტის და პირველ რიგში მსურს, საქართველო დარჩეს მდგრადი ნატო-სთან მიმართებაში და ხელი შეეწყოს უცხოელ ინვესტორებს, რომ ჩადონ ინვესტიეციები საქართველოში. რასაკვირვწეკლია, ეს კვლავ რთული გამოწვევა გახლავთ, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)