|
2026-03-05 09:05:40, 8780 ნახვა
სამხედრო
ათობით ირანელი მეზღვაური დაიღუპა ინდოეთის ოკეანეში, ბევრი უზგო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანული სამხედრო გემი შრი-ლანკის სანაპიროსთან, ინდოეთის ოკეანეში ტორპედოთი გაანადგურა. მისი თქმით, ინციდენტი საერთაშორისო წყლებში მოხდა და „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის გემის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევაა“. შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიჯიტა ჰერატის თქმით, ირანის საზღვაო ძალების ფრეგატმა „დენამ“, რომლის ბორტზეც 180 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, ოთხშაბათს დილით განგაშის სიგნალი გაავრცელა. ბრიტანული გაზეთი „The Mirror“ იუწყება, რომ ეკიპაჟმა განაცხადა, რომ გემს ჭურვი მოხვდა. სამაშველო ოპერაცია დაიწყო, მობილიზებული იყო გემები და თვითმფრინავები. წყლიდან ამოიყვანეს ეკიპაჟის 32 წევრი და 87 ცხედარი. მაშველების მისვლის დროისთვის თავად ფრეგატი უკვე ჩაძირული იყო. საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“, შრი-ლანკის საზღვაო ძალების წყაროზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ყველა მეზღვაური, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, გარდაიცვალა. შრი-ლანკის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ინციდენტი ქვეყნის ტერიტორიული წყლების გარეთ მოხდა. „IRIS Dena“ ირანის ერთ-ერთი უახლესი ფრეგატია. ის ირანის საზღვაო ძალების სამხრეთ ფლოტში მსახურობდა და აღჭურვილი იყო ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებითა და საჰაერო თავდაცვის სისტემებით. გემი ინდოეთის პორტ ვიშახაპატნამში ჩატარებული წვრთნებიდან ბრუნდებოდა. 2023 წელს აშშ-მ IRIS Dena-ს ციტირება მოახდინა ირანული დრონების მწარმოებლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო. ახლო აღმოსავლეთში ოპერაციის დაწყებიდან, როგორც ამბობენ, 17 ირანული გემი განადგურდა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)