|
2016-03-30 17:21:13, 397 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: შევეცდებით, საქართველოს მიმართ არსებული დიდი ინტერესის რეალიზება მოვახდინოთ
„ეკონომიკური ფართო პარტნიორობის მშენებლობა არის ჩვენი ურთიერთობის შემდგომი ნაბიჯი, ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები“, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, ფილიპ ჰამონდთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ბრითიშ პეტროლიუმი საქართველოში 2 მილიარდი ევროს ოდენობის პროექტს რომ ახორციელებს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს არაერთი წარმატებული მაგალითი ბრიტანული ინვესტიციების“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე განმარტებით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მსხვილ ბრიტანულ საინვესტიციო ფონდ „LGM investments“,-ის წარმომადგენლებს შეხვდება, რომელიც საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერია. „ეს ფონდი კონკრეტულად ჩამოსულია იმისათვის, რომ განიხილოს სხვა ინვესტიციები , საინვესტიციო პორტფელი გააფართოვოს, საფინანსო სექტორის გარდა განიხილოს სხვა მიმართულებები. ასე, რომ ინტერესი საქართველოს მიმართ არის ძალიან მაღალი და ჩვენ რა თქმა უნდა მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ ინტერესის რეალიზება მოვახდინოთ და კონკრეტულ ინვესტიციებად ვაქციოთ“, - განაცხადა გიროგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)