|
2016-03-30 16:59:51, 369 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური ფარულ კადრებზე: 100 %-იანი დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ არ გავრცელდება
„100%-იანი დარწმუნებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვიდეოები არ გავრცელდება. „ამაზე ვერავინ ვერ იტყვის, რომ ან გავრცელდება ან არ გავრცელდება. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება. თუმცა, 100%-იანი დარწმუნებით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს არ მოხდება და არ გავრცელდება, თუნდაც ეს და თუნდაც ტერორიზმისკენ მიდრეკილი კადრები. თუ გავრცელდა გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში. ვამბობ, რომ ეს არის ურთულესი საქმე და არ არის ადვილი. მოლოდინს ვერ შეგიქმნით, რა თქმა უნდა პროკურატურა იძიებს და ჩვენ ვეხმარებით, სპეციალური ჯგუფია შექმნილი, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროც და ჩვენ ვართ და მაქსიმალურს ვაკეთებთ“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)