|
2016-03-30 16:42:02, 430 ნახვა
პოლიტიკა
ფილიპ ჰემონდი: რუსეთი საერთაშორისო წესებს აიგნორებს და ეს ყველა ჩვენგანისთვის გამოწვევაა
„რუსეთი აიგნორებს საერთაშორისო სისტემაში არსებულ ნორმებსა და წესებს, რომელიც საფრთხესა და გამოწვევას წარმოადგენს ყველა ჩვენგანის მიმართ“ ,-ამის შესახებ ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ფილიპ ჰამონდმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, პროგრესი მაშინ იქნება, თუკი ქვეყნები საერთაშორისო წესებსა და ნორმებს პატივს სცემენ. „მე აღვნიშნე, რომ რუსეთი აიგნორებს საერთაშორისო სისტემაში არსებულ ნორმებსა და წესებს, რომელიც რასაკვირველია საფრთხესა და გამოწვევას წარმოადგენს ყველა ჩვენგანის მიმართ. ყველას ჩვენ გვსურს, რომ რუსეთმა ითამაშოს კონსტრუქციული როლი საერთაშორისო თანამეგობრობაში. რუსეთს გააჩნია მნიშვნელოვანი ძალა და ზეგავლენა. ის იზიარებს ჩვენს შეშფოთებას, მაგალითად ისლამური ტერიორიზმის თვალსაზრისით. რასაკვირველია, ჩვენ ვმუშაობთ, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ქვეყანასთან პარტნიორობაზე, რომელიც აღიარებს საერთაშორისო წესებს, გარემოს, რომელშიც ჩვენ გვსურს ერთად ცხოცვრება და რასაკვირველია, ამ კუთხით ყველა ქვეყანამ უნდა აღიაროს საერთაშორისო წესები და ნორმები. ამიტომ, თუ იქნება პატივისცემა საერთაშორისო სისტემაში არსებული წესებისა, ამ შემთხვევაში მოვახერხებთ პროგრესს“,-განაცხადა ფილიპ ჰემონდმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)