|
2015-02-18 17:24:56, 991 ნახვა
სამართალი
შესაძლოა, 12 წლის ფეხმძიმე გოგონას მშობლისა და მასწავლებლის პასუხისმგბელობის საკითხი დადგეს
სახალხო დამცველის აპარატმა კახეთის რეგიონში 12 წლის არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედების განხორციელების სავარაუდო შემთხვევის შესახებ შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის სიმძიმიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, განახორციელონ დროული და ეფექტური ღონისძიებები ეროვნული და საერთაშორისო ნორმებით განმტკიცებული ბავშვთა დაცვის პოზიტიური ვალდებულების განუხრელი შესრულებისათვის. „მხედველობაში იქნას მიღებული გაეროს ბავშვის უფლებების და ევროპის საბჭოს „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებები, მოხდეს სავარუდო დანაშაულის ყოველმხრივი და დროული გამოძიება და გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები 12 წლის გოგონას უფლებების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში. ომბუდსმენი მთავარ პროკურატურასა და შსს–ს მოუწოდებს, გამოძიება გონივრულ ვადაში წარმართონ, რათა სიმართლე დადგინდეს. „საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გონივრულ ვადაში წარმართონ გამოძიება და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა თავიდან იქნეს აცილებული გამოძიების გაჭიანურება და დადგინდეს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, საქმისწარმოების ყოველ ეტაპზე დაცული იქნას ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები“, – აღნიშნულია განცხადებაში. სახალხო დამცველმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართა, რომ შესაძლო ძალადობის შესწავლის პროცესში ფსიქოლოგი ჩაერთოს. ამასთან, როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, შესწავლილი უნდა იქნას მშობლის მოვალეობის შესრულების საკითხი და შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის საკითხის შესწავლისთვის შესაბამისი ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე შესაძლოა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რადგან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მისთვის ცნობილი იყო 12 წლის ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ქმედების შესახებ. „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დროულად განახორციელოს ბავშვთა ძალადობისგან დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება. შესაძლო ძალადობის შესწავლის პროცესში ჩაერთოს სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ასევე შესწავლილი იქნას მშობლის მოვალეობის შესრულების საკითხი და განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები შესაძლო დანაშაულის შეუტყობინებლობის საკითხის შესწავლისათვის. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლოა იკვეთებოდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მისთვის ცნობილი იყო 12 წლის ბავშვის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სავარაუდო ქმედების შესახებ. აღნიშნულის მიუხედავად მან არ განახორციელა რეფერირების შესაბამისი პროცედურით გათვალისწინებული სავალდებულო ქმედებები, მათ შორის, საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე ძალადობის იდენტიფიკაცია და შემთხვევის შემდგომი მართვა განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს კონკრეტული საქმის შესწავლას და განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს საქმეზე ობიექტური ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად, საქმეში მონაწილე შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერების დაცვისათვის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)