|
2026-02-27 13:35:06, 1602 ნახვა
პოლიტიკა
ხიშტოვანი: იმედის ბანკი პატარა ბომბია, რომელმაც შეიძლება, მთელი ფინანსური სისტემა დააზიანოს
„იმედის“ მიერ საკუთარი ბანკის შექმნის ინიციატივას ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ხიშტოვანი მკვეთრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილება „პატარა ბომბს“ ჰგავს, რომელმაც შესაძლოა ქვეყნის ფინანსურ სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენოს. მისი შეფასებით, საუბარია ეროვნულ ბანკზე შესაძლო პოლიტიკურ წნეხზე და საფრთხეზე, რომ შეიქმნას „ჯიბის ბანკი“, რომელიც სანქციების არიდებას მოემსახურება. "იმედის" ბანკის შექმნა არის პატარა ბომბი, რომელიც შეიძლება, აფეთქდეს ქვეყანაში და ააფეთქოს მთელი ფინანსური სისტემა. ამ გადაწყვეტილებით, რომელიც, იმედი მაქვს, არ არის შესაძლებელი, რომ ქნან, ფაქტობრივად, მიდის ეროვნული ბანკის შანტაჟი. შანტაჟი, ამ შემთხვევაში, მიდის "იმედის" მხრიდან და "ქართული ოცნების" მხრიდან. ახლა, ჩათვალეთ, რომ ფაქტობრივად, ცაიტნოტშია ეროვნული ბანკი, რომ დაეხმაროს "იმედი ბანკს" საქმიანობის დაწყებაში. უდიდეს წნეხი იქნება ბანკის პრეზიდენტზე, პოლიტიკური წნეხი იქნება მასზე, ბანკის თანამშრომლებზე იქნება უდიდესი წნეხი. ფაქტობივად, იქნება "ჯიბის ბანკი", სანქციების არიდების მიზნით შექმნილი და თუ ასეთ ბანკს მისცა ეროვნულმა ბანკმა საქართველოში საქმიანობის ლიცენზია, ეს იქნება კატასტროფა და ეს მიწასთან გაასწორებს ჩვენი ფინანსური სისტემის სანდოობას და რეპუტაციას, - ამბობს გიორგი ხიშტოვანი. ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)