|
2026-02-27 13:23:03, 1445 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარიას სასამართლო პროცესი გადაიდო
კახი კალაძის ბანერზე ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის სასამართლო პროცესი გადაიდო. მომდევნო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა. დღეს მოსამართლემ და პროკურორმა შეთანხმებულად გადაწყვიტეს, რომ 6 - თვიანი პატიმრობის შემდეგ, ხოშტარია ციხეში მინიმუმ 11 დღით კიდევ დარჩება. პროკურორმა თქვა, რომ დასკვნით სიტყვას არ წარმოთქვამდა, მოსამართლემ კი მოითხოვა, რომ ხოშტარია საკუთარ პროცესზე მისულიყო, რადგან მისი თქმით, სურვილი აქვს ბრალდებულის პოზიცია მოისმინოს ამ საქმესთან დაკავშირებით. მისი თქმით, ერთ დღეში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს და შესაძლოა, ხოშტარიას მოუნდა საკუთარი თავის დაცვა, ამიტომ სასამართლო გააგზავნის ციხეში წარმომადგენელს, გამოითხოვენ სასამრთლოს ოქმებს, რომელსაც ხოშტარიას ქალთა კოლონიაში მიუტანენ. შემდეგ პროცესზე ბრალდების მხარე გეგმავს დასკვნითი სიტყვის თქმას, შესაბამისად, შეაჯამებს არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნა. სასჯელთან დაკავშირებით, მე ვერ გეტყვით, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დაველოდოთ, გამამართლებელი იქნება თუ გამამტყუნებელი, თუმცა, მუხლს აქვს ალტერნატიული სანქცია და სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება. 187-ე მუხლიდან გამომდინარე, რაც ბრალად აქვს წარდგენილი ბრალდებულს, ითვალისწინებს სხვადასხვა სასჯელს, ასევე, ბრალდების მხარემ რა მტკიცებულებებიც წარმოადგინა, მიაჩნია, რომ იძლევა საფუძველს ვარაუდისტვის, რომ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი იქნას გამოტანილი, - განაცხადა საქმის პროკურორმა, მარიამ წულაიამ.
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
ისწავლე საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიით ახლა უკვე მადრიდში
ComCom ტერმინების გამო ფორმულას კანონის დარღვევას კვლავ ედავება
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)