|
2016-03-30 14:36:44, 392 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: ვიზალიბერალიზაციის პროცესის არჩევნებთან დაკავშირება უპასუხისმგებლო იქნებოდა
ახლა ვიზალიბერალიზაციის პროცესი არჩევნებთან რომ დაგვეკავშირებინა უპასუხისმგებლო იქნებოდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰაიდი ჰაუტალამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს პროცესი რომელიმე ხელისუფლებასთან არ არის დაკავშირებული. „ვფიქრობ, უპასუხისმგებლობა იქნებოდა ახლა ვიზალიბერალიზაციის პროცესი არჩევნებთან დაგვეკავშირებინა, რადგან ეს არ არის დაკავშირებული რომელიმე ხელისუფლებასთან ან წინა საარჩევნო და არჩევნების შემდეგ პროცესთან. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების მხრივ და არაა დაკავშირებული იმასთან, ვინაა ხელისუფლებაში,“ - აღნიშნა მწვანეთა პარტიის წევრმა ჰაიდი ჰაუტალამ. შეგახსენებთ, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის თქმით ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასრულებული არ არის და საბოლოო გადაწყვეტილებამდე საქართველოს გარკვეული გზა აქვს გასავლელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)