|
2016-03-30 13:25:40, 711 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს შეხვდა
კატარის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრს, შეიხ აჰმედ ბინ იასიმ ალ თანს შეხვდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე კატარის ეკონომიკისა და კომერციის მინისტრმა აღნიშნა, რომ კატარის სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, სადაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობაა. მინისტრის განცხადებით, ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ბიზნესსექტორის ჩართულობის გააქტიურებას, ასევე, სავაჭრო მიმართულებით ლოჯისტიკის გაუმჯობესებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ოთარ დანელიამ მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა თბილისში ბიზნესფორუმის გამართვისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კატარის სახელმწიფოში ეკატერინე მაიერინგ- მიქაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)