|
2016-03-30 13:25:26, 409 ნახვა
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: ბაღების სააგენტო სადამსჯელო ორგანოს არ უნდა ჰგავდეს
მათი განთავისუფლების მოტივები რაც იყო, ვფიქრობ ის იყო ძალიან ხელოვნური, - ასე გამოეხმაუარა ბაღების დირექტორების მოადგილეების გათავისუფლების ფაქტს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - რესპუბლიკელების“ წევრი დავით ზურაბიშვილი. მისი თქმით, ბაღების სააგენტო სადამსჯელო ორგანოს არ უნდა ჰგავდეს. "მათი განთავისუფლების მოტივები რაც იყო, ვფიქრობ ის იყო ძალიან ხელოვნური და თავისუფლად შეიძლებოდა არ გათავისუფლებულიყვნენ ეს ადამიანები რადგან სისტემური ხარვეზი უფრო იყო ეს, ვიდრე დირექტორების ბრალი. ეს ჩვენ ვთქვით და საჯაროდაც განვაცხადეთ. საერთოდ მიგვაჩნია, რომ ეს ბაღების სააგენტო უფრო კონსულტაციას უდნა უწევდეს, ეხმარებოდეს კარგად ფუნქციონირებაში და არ იყოს რაღაც სადამსჯელო ორგანო", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, ბაღებთან დაკავშირებით პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა. სამსახურიდან გათავისუფლებას ბაღების მოადგილეებიც აპროტესტებენ. ისინი ბაღების სააგენტოს დირექტორ თემურ თორდინავასთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება დაცვამ არ მისცა. ბაღების მოადგილეები ამბობენ, რომ მათთვის საყვედური არავის არ მიუცია და ითხოვენ გასცენ პასუხი თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)