|
2016-03-30 12:40:03, 385 ნახვა
პოლიტიკა
ჰერმანი: არ შემიძლია დაგისახელოთ ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის საბოლოო ეტაპი
"მე არ შემიძლია დაგისახელოთ ზუსტი თარიღი, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ვიზალიბერალიზაციის საბოლოო ეტაპი, თუმცა, პროცესის ახალი ფაზა დაწყებულია",-ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კომისარ მალმსტრომის, ჯოზეფ დოლისა და ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ვიზალიბერალიზაციის პროცესში თავისი ადგილი აქვს: "თქვენ იცით, რომ ევროკომისიამ დეკემბრის თვეში გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველომ სამოქმედო გეგმის ფარგლებში ყველა პუნქტი შეასრულა, ახლა კი, ყველაფერი ევროპის საბჭოსა და ევროპის პარლამენტზეა დამოკიდებული. ასე რომ, მე ვერანაირ კონკრეტულ თარიღს ამ ეტაპზე ვერ დაგისახელებთ. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და მინდა გითხრათ, რომ ყველა ამ განცხადებას ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქვს თავისი ადგილი, მათ შორის კომისარ მალმსტრომის, ჯოზეფ დოლისა და ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ სვობოდას მიერ გაკეთებული განცხადებებს",-აღნიშნა იანოშჰერმანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)