|
2026-02-18 15:19:43, 761 ნახვა
პოლიტიკა
ალენ ბერსე: CPT-ის ანგარიში შემაშფოთებელია, მას მაკა ბოჭორიშვილთან განვიხილავ
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე შეშფოთებას გამოთქვამს ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშზე. ის ამბობს, რომ ამ დასკვნას მომდევნო კვირაში ადამიანის უფლებათა საბჭოზე ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან განიხილავს. "დღევანდელი CPT-ის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის 2024 წლის ბოლოს გამართული დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე. არასათანადო მოპყრობას გამართლება არ აქვს. ამ დასკვნას მომავალ კვირაში განვიხილავ ადამიანის უფლებათა საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან. ევროპის საბჭო მზად არის, მხარი დაუჭიროს რეფორმებს", - წერს ის X-ზე. ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტმა საქართველოზე ანგარიში გამოაქვეყნა. კომიტეტი დასკვნაში მიუთითებს, რომ დელეგაციის წევრებს მრავლად მიეწოდა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებები იმ პირებისგან, რომლებიც 2024 წლის 29 ნოემბერს თბილისში გამართულ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დააკავეს - ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულთა უმეტესობას აღენიშნებოდა ხილული დაზიანებები, ზოგიერთ შემთხვევაში - მძიმე დაზიანებები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა. ანგარიშში აქციის მონაწილეების მონაყოლზე დაყრდნობით საუბარია ქართული ოცნების პოლიციის მიერ დემონსტრანტების ძალადობრივად დაკავებაზე, მათ შორის, იდენტიფიკაციის ნიშნის მატარებელი პირების მხრიდან დაკავებებზე, დემონსტრანტების ცემის ფაქტებზე - კომიტეტი კვლავ იმეორებს რეკომენდაციას, საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს, რომ პოლიცია დაკავებისას მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელ და პროპორციულ ძალას იყენებდეს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)