|
2016-03-30 10:01:00, 475 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ჟოზეფ დოლის კომენტარებიდან ცხადი გახდა, რომ არჩევნები ვიზალიბერალიზაციის სამიზნე არაა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებული კომენტარებიდან ცხადი გახდა, რომ არჩევნები არაა და არ შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის სამიზნე. დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნები საქართველოს ხელისუფლების სამიზნეა, რომ თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩაატაროს. „ვფიქრობ, ვიზიტის დაწყების პირველი კომენტარებიდან ცხადი გახდა, რომ არჩევნები არაა და არ შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის სამიზნე და ეს დაადასტურა ასევე თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. არჩევნები, ესაა ჩვენი ხელისუფლების სამიზნე, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, კონსოლიდირებული და დეპოლარიზებული საზოგადოების ად გადავდგათ დიდი ნაბიჯი წინ, ევროპისკენ. ამ მიზეზით ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საკითხის წარმატება, როგორიცაა ვიზალიბერალიზაცია. აქედან გამომდინარე, იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ დაასრულა, იმ რეფორმებზე, რომლებსაც მაღალი შეფასებები ჰქონდა ევროკომისიის მხრიდან, ვფიქრობ ჟოზეფ დოლი ვიზიტის პერიოდში ძალიან ხშირად გაიგებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტია, ყველა სუბიექტი, ვისაც ექნება მასთან შეხვედრა, ხაზს გაუსვამს ამ პროცესის მნიშნველობას საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)