|
2026-02-17 12:28:07, 2525 ნახვა
ეკონომიკა
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება - ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
12-13 მარტს ექსპო-ჯორჯია ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. თიბისის მხარდაჭერით, ღონისძიება უკვე მეორედ ჩატარდება, კონფერენციის ორგანიზატორები „ექსპო-ჯორჯია“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy არიან. საერთაშორისო გამოფენისა და ფორუმის მიზანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სექტორის მხარდაჭერა და განვითარებაა. ღონისძიება გააერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ლოგისტიკურ კომპანიებს, პორტებისა და რკინიგზის წარმომადგენლებს, საჰაერო გადამზიდავებს, საინვესტიციო და საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე იმპორტ–ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს. ორდღიან ფორუმზე განხილული იქნება სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: შუა კორიდორის სტრატეგიული მნიშვნელობა, ზანგეზურის მარშრუტის განვითარება, სექტორის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობები და ციფრული ლოგისტიკის განვითარების დინამიკა. ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ევროპასა და აზიას შორის მნიშვნელოვან დამაკავშირებელ რგოლად აქცევს, რაც ზრდის სატრანზიტო პოტენციალს და პირდაპირ აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე. სექტორის წილი მშპ-ში 6%-ს აღემატება და ბოლო წლებში სტაბილური ზრდით გამოირჩევა. “თიბისისთვის ლოგისტიკა მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს - სექტორი აერთიანებს ბიზნესებს, რომლებიც მუშაობენ ექსპორტზე, უზრუნველყოფენ იმპორტს და აძლიერებენ საქართველოს როლს რეგიონულ ვაჭრობაში. მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით, ვქმნით პლატფორმას დიალოგისთვის, გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორობებისთვის, რაც სექტორის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას უწყობს ხელს. როგორც ფინანსური პარტნიორი, აქტიურად ვუჭერთ მხარს ჩვენს კლიენტებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ბიზნესის გაფართოებასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში. შედეგად, თიბისის პორტფელი ლოგისტიკის სექტორში ბოლო 3 წელში 74%-ით გაიზარდა და 436 მილიონ ლარს შეადგენს”, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. „ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში სტაბილურად ვითარდება და ქვეყნისთვის სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ეს გახდა ჩვენი მთავარი მოტივაცია, როდესაც გასულ წელს პირველი გამოფენა და ფორუმი დავაფუძნეთ, რომელმაც დიდი წარმატებით ჩაიარა. წლევანდელი ღონისძიება კი კიდევ უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი იქნება. დღეს ეს უკვე ყოველწლიური, დარგის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, ინვესტორები და სფეროს პროფესიონალები იკრიბებიან, აზიარებენ გამოცდილებას და ერთობლივად უწყობენ ხელს ლოგისტიკის სექტორის განვითარებას როგორც საქართველოში, ისე მთელ რეგიონში,“ – რესან ქიქავა, “ექსპო ჯორჯია“ დირექტორი. კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScAYw8yKWyEvzX5scqhf49Yi1_BXf2NusZpVggz4mTAJ8XoAg/viewform
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)