|
2026-02-16 16:32:23, 636 ნახვა
პოლიტიკა
სეს: 3 რეგიონში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვავლინეთ
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა. სეს-ის თანახმად, დაჯარიმდნენ ბიზნესოპერატორები და შეუსაბამოების აღმოფხვრამდე მათ საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. "ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ფიზიკური პირი ლ. ა.-ს (მის: გრიგოლ ხანძთელის ქ. N11, ბოლნისი) რძის გადამამუშავებელ საწარმოში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე და არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში; პროდუქტები იწარმოებოდა ტექნოლოგიური პროცესისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, პასტერიზაციისა და სათანადო დეზინფექციის გარეშე. სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ დაილუქა რძის შემცველი პროდუქტები, ეგრეთ წოდებული „ერბო“, „ნადუღი“, „კარაქი“, ასევე გამოვლინდა საეჭვო წარმომავლობის რძე და აღდგენილი რძე (რძის ფხვნილი). ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, ფიზიკური პირი ლ. ჯ. ყველს ამზადებდა არალეგალურ საწარმოში, რომელსაც არ ჰქონდა სააგენტოსაგან მინიჭებული სავალდებულო აღიარება, ასევე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა მიკვლევადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და არ იცავდა ეტიკეტირების მოთხოვნებს. აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა შპს ,,თეთრი დათვიც“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში. ობიექტში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)