|
2015-02-18 16:27:07, 553 ნახვა
პოლიტიკა
სერგეი ლავროვი: ვამზადებთ დოკუმენტებს, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება აიღოს
ვამზადებთ დოკუმენტებს, რომ საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება აიღოს,-ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "ძალიან ბევრი საკითხი ეხება საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას, განვითარებას. უკრაინის თემა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ სამხრეთ ოსეთში ჩვენს თავზე გამოვცადეთ რას ნიშნავს ომი, საომარი მოქმედებები. ის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა მიაღწიეს მინსკში, მათ შორის მნიშვნელოვანია ყველაზე მეტად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.ჩვენ ჩვენი გამოცდილებით კარგად დავინახეთ, რომ ამის გარეშე მშვიდობიანი მოლაპარაკების წარმართვა ძალიან ძნელი იქნება. მნიშვნელოვან საკითხად რჩება სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო აღიარება. გეგმის მიხედვით, წავალთ ამ მიმართულებითაც. ვისაუბრეთ ჟენევაზეც. სადაც სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვმონაწილეობთ. ვამზადებთ დოკუმენტებს, რომ საქართველომ აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ",-განაცხადა სერგეი ლავროვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)