|
2026-02-15 13:27:08, 1293 ნახვა
სამართალი
პოლიციელს, რომელმაც 16 წლის ბიჭზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადა, პატიმრობა შეეფარდა
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს, რომელმაც 16 წლის ბიჭზე სიტყვიერად და ფიზიკურად იძალადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული ლუკა ხურცილავაა. პროკურორის განცხადებით, მან ბრალი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. პოლიციელი 13 თებერვალს დააკავეს. "თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 თებერვალს არასრულწლოვანი გადაადგილდებოდა ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც გადამოწმების მიზნით, იგი გლდანი-ნაძალადევის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა შეაჩერეს. პოლიციის თანამშრომლებმა განახორციელეს პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპოლიციო ღონისძიებები, არასრულწლოვანი პირის გამოკითხვა, მისი იდენტიფიცირების მიზნით. პოლიციელებს არასრულწლოვანმა სრულად მოახსენა მისი ვინაობის თაობაზე. ადგილზე მყოფმა სამმართველოს უფროსის მოადგილე ლ.ხ.-მ, იცოდა რომ პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული პირი იყო არასრულწლოვანი და შესაბამისად, მის მიმართ ნებისმიერ საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებას ჭირდებოდა კანონიერი წარმომადგენლის დასწრება, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები. აღნიშნულის მიუხედავად,ლ.ხ.-მ გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გადაწყვიტა განეხორციელებინა არასრულწლოვანი პირის მობილური ტელეფონის დათვალიერება, მასში ნარკოტიკის განთავსების დამადასტურებელი ე.წ. ლოკაციის ფოტოსურათის აღმოჩენის მიზნით. რისთვისაც, ლ.ხ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვანს მობილური ტელეფონის განბლოკვა და მისთვის გადაცემა, რაზეც არასრულწლოვანმა განაცხადა უარი. აღნიშნულით გაღიზიანებულმა ლ.ხ.-მ არასრულწლოვანს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა მას, რომ დააკავებდა და სცადა იძულების გზით მოეხდინა მობილური ტელეფონის განბლოკვა, რაც ვერ მოახერხა. მთელი ამ პროცესის განმავლობაში არასრულწლოვანი ითხოვდა მისი კანონიერი წარმომადგენლის მოწვევას და ამ შემთხვევაში გამოთქვამდა მზაობას ლ.ხ-ისთვის მიეცა მობილური ტელეფონის დათვალიერების შესაძლებლობა." | აცხადებს პროკურატურა ლუკა ხურცილავას ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭზე ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ძალადობაში სხვა პოლიციელებიც მონაწილეობდნენ, თუმცა ისინი არ დაუკავებიათ და ისევ თანამდებობებზე რჩებიან.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)