|
2016-03-29 23:04:22, 552 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი შიხიაშვილის გადადგომა 27 მარტს გმირთა მოედანზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება
როგორც „ექსპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის გადადგომა, 27 მარტს გმირთა მოედანზე მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. გმირთა მოედანზე შეკრებილი ვეტერანები, ვეტერანთა ჰოსპიტალის დაფინანსების აღდგენას, ირაკლი შიხიაშვილის გადადგომასა და ვეტერანთა სამსახურში ფინანსური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, აუდიტის შესვლას ითხოვდნენ. „ექსპრესნიუსისთვის“ ინფორმაციით, აქციაზე ვეტერანთა დეპარტამენტის მეორე ჯგუფი ირაკლი შიხიაშვილმა მიიყვანა და იქ შეკრებილ ვეტერანებს დაუპირისპირა. ვითარება ისე დაიძაბა, რომ ვეტერანთა ორ ჯგუფს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოხდა. როგორც წყარო გვეუბნება, შიხიაშვილს თანამდებობის დატოვება სწორედ ამ ინციდენტის გამო მოუწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)