|
2026-02-14 21:36:20, 993 ნახვა
საზოგადოება
დაუყოვნებლივ შეჩერდეს გადაწყვეტილების აღსრულება – ილიაუნის კურსდამთავრებულების განცხადება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული კობახიძის განათლების რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყენებენ და მოითხოვენ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას. კურსდამთავრებულთა განცხადებით, ქართული ოცნება მიზნად ისახავს ილიაუნის განადგურებას. "ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა თაობის კურსდამთავრებულები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ 12 თებერვალს განათლების "რეფორმის" ფარგლებში დაანონსებული სიახლეების შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, მიზნად ისახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განადგურებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მკვეთრად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის მესამე პუნქტს, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის ავტონომიის დაცვას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იდენტობა ჩამოაყალიბა და წარმატება განსაზღვრა უამრავი ადამიანის თავდაუზოგავმა შრომამ. შედეგად, ილიას უნივერსიტეტი არის წამყვანი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამას ადასტურებს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი. გარდა ამ ტიპის მიღწევებისა, ილიაუნის ნაწილია ათეულობით სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და ცენტრი, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში არამარტო აგროვებენ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ მონაწილეობენ საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში. ილიას უნივერსიტეტმა აღზარდა პროფესიონალთა თაობები, რომელთა წარმატება არ არის შემთხვევითობა - ეს არის იმ ინტერდისციპლინური გარემოს შედეგი, რომლის გაუქმებასაც დღეს "რეფორმის" სახელით ცდილობენ. ჩვენი პროფესიული წინსვლა სწორედ იმ პროგრამების დამსახურებაა, რომლებსაც დღეს "ქართული ოცნება" "არაპროფილურად" მიიჩნევს და სტუდენტების მიღებას უკრძალავს. მიგვაჩნია, რომ: "ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის" პრინციპით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მხოლოდ პედაგოგიკური პროფილის დატოვება და სტუდენტების მისაღები კვოტების 300 ადგილამდე შემცირება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განადგურებას; ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება დასავლურ საგანმანათლებლო სივრცესთან თანამშრომლობას, ბოლონიის პროცესს და სპობს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მომავალს; ილიაუნის წინააღმდეგ მიმართული ეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედება არის დარტყმა მთელ საზოგადოებაზე. ჩვენ, ილიაუნის კურსდამთავრებულები, მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება; უზრუნველყოფილ იქნას საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობა ნებისმიერი რეფორმის შემუშავებაში, რომელიც ეხება უმაღლესს განათლებას; დაცული იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია" - ნათქვამია განცხადებაში.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)