|
2016-03-29 18:31:46, 514 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე სუს-ის ლიკვიდაციის ინიციატივით გამოდის
სუს-ი გვისმენს, პოლიტიკურ ოპონენტებს აკონტროლებს, უშვებს სამსახურიდან ბაღის თანამშრომლებს, არის ე.წ. ოდეერების სახით ჩანერგილი უნივერსიტეტებში და უნდა სრული კონტროლი აიღოს იმ პოზიციებზე, რომლებსაც გავლენა არჩევნების დროს ექნება“, -ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, სხდომაზე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ფაქტობრივად არაფერი მოუსმენიათ. მისივე განმარტებით, საუბარი ძალიან ზოგადი იყო. „სახალხო დამცველი, რომელმაც უკვე წამზომი ჩართო ზოგმა აქცია მოაწყო, ზოგმა შიმშილობა დაიწყო, ერთადერთი ჩვენ რაც გვესმის უმარვლესობის წევრების ესეთი მიმანიშნებელი განცხადებები ყოველდღე, რომელიც კიდევ უფრო მარწმუნებს, რომ მათ ნანახი აქვთ კადრები. ამ შემთხვევაში სუს-ი გვეუბნება, რომ მათ არაფერი იციან გარდა იმისა, რომ ეს კადრები ინტერნეტით აიტვირთა, ეს ხომ ჩვენ ისედაც ვიცით. ისმის კითხვა თუ რატომ გვჭირდება ეს სტრუქტურა. გამოსავალია ამ სტრქუტურის ლიკვიდაცია“,-განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ანგარიში წარადგინა. სუს-ის უფროსის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიული კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)