11:11 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 15:29:32, 892 ნახვა

საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში ყველის კუსტარული საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში ყველის კუსტარული საწარმო გამოავლინა.

სეს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რძის პროდუქტების არარეგისტრირებული საწარმო ყველს სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნოლოგიური ნორმების დარღვევით აწარმოებდა.

"ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მავნედ მიჩნეული რძის შემცველი პროდუქტი, ე. წ. ყველი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

იმერეთის რეგიონში სურსათის უვნებლობის მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი აქტიურად გრძელდება. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება საზოგადოებას", - წერია განცხადებაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics