|
2026-02-09 11:43:57, 1269 ნახვა
ეკონომიკა
2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16 %-ით, რეისების ოდენობა - 16.17%-ით, ხოლო გადაზიდული ტვირთების მოცულობა 38.75%-ით გაიზარდა
2026 წლის იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 16%-ით გაიზარდა. ამავე პერიოდში ქვეყნის აეროპორტებში შესრულებულმა ავიარეისების ჯამურმა მაჩვენებელმა 2873 შეადგინა, რავ გასული წლის იანვრის მონაცემს 16.17%-ით აღემატება. ხაზგასასმელია 2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობაც, რომლის ზრდამ 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38 %-ს გადააჭარბა. რაც შეეხება მგზავრთა ოდენობას, მიმდინარე წლის პირველ თვეში საქართველოს აეროპორტები 613 933 მგზავრს მოემსახურა. ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტების ჭრილში ჩაშლილი მაჩვენებლები ასეთია: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 430 034 მგზავრს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღო 138 028 მგზავრი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 44 894 მგზავრს მოემსახურა. 2026 წლის იანვარში გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 3147.16 ტონა შეადგინა - ზრდა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.75%-ია. გასული წლის იანვართან შედარებით, 9.56%-ით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი. სულ, 2026 წლის პირველი თვის განმავლობაში 24 387 ერთეული ფრენა (აფრენა, დაფრენა, გადაფრენა) დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს საავიაციო სექტორმა საჰაერო მიმოსვლის ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდული ზრდა აჩვენა. გასულ წელს საქართველოს აეროპორტები 8 494 640 მგზავრს მოემსახურნენ, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის. 2025 წელი რეკორდული იყო განხორციელებული ფრენების თვალსაზრისითაც - წლის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში 38 218 რეისი განხორციელდა, რაც 17.5%-ით აღემატებოდა 2024 წელს განხორციელებულ ფრენებს. საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით კი, ტვირთების მოცულობამ 38578.379 ტონა შეადგინა, რაც ასევე რეკორდული შედეგი იყო საქართველოს აეროპორტებისთვის, რადგან 2024 წელთან შედარებით, ტვირთბრუნვის ზრდამ 50% შეადგინა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)