13:26 - 21 May, 2026
|
2015-02-18 16:11:22, 556 ნახვა
პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძე: შემოთავაზების შემთხვევაში, ვიცე-სპიკერობას ალბათ დავთანხმდები
ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე შესაძლოა, გუბაზ სანიკიძემ შეცვალოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეთავაზების შემთხვევაში, ვიცე-სპიკერობას ალბათ დათანხმდება. "ალბათ დავთანხმდები. ვნახავთ, გადაწყდება, როგორ იქნება",-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიცია დატოვეს, ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი აქტუალური გახდა, რადგან პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ვიცე-სპიკერის პოსტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი უნდა იკავებდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)