|
2026-02-04 11:02:54, 5914 ნახვა
კომენტარი
პაპუაშვილი - უკვე ნათელი გახდა ერთი რამ - ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება
ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, - ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „რატომ უნდა გაემიჯნოს იმას ბრიუსელი, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრეს-სპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა?“ „დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან. ამ დროის განმავლობაში უკვე ნათელი გახდა ერთი რამ - ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება. და მართლაც, რატომ უნდა გაემიჯნოს იმას, რასაც თავად, რამდენიმე დღით ადრე, საკუთარი პრეს-სპიკერის პირით, ფაქტობრივად, მხარდაჭერა გამოუცხადა? მეტიც, დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა, რომლის შედეგადაც ოცზე მეტი პოლიციელის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უკვე აღარ არის დუმილი. ეს არის პოზიცია. პოზიცია, რომელიც აშკარად გვიჩვენებს, რომ ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა, და სულ უფრო მეტად აიგივებს საკუთარ თავს სიძულვილთან, ძალადობასთან და ექსტრემიზმთან. თუ ბრიუსელმა თავისი კურსი რადიკალურად არ შეცვალა, ევროპული კავშირი დარჩება მხოლოდ სახელით ევროპული - უიდეო, უღირებულებო, უშინაარსო“, - წერს პაპუაშვილი.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)