|
2016-03-29 13:50:00, 667 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონფერენციას - ,,გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება“ დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი კონფერენციას ,,გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება“ დაესწრო. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება'' ინიციატივით და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ,,ოქსფამის" საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა. უწყების ინფორმაციით, კონფერენციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სასურსათო უსაფრთხოება არის ის თემა, სადაც სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ. სასურსათო უსაფრთხოება სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და წარმოადგენს თანმიმდევრულ სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანი მოსახლეობის ჯანსაღ და მრავალფეროვან საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ,,ჩვენ წლების განმავლობაში მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაციასთან ,,ოქსფამი“. იმედია, რომ ასევე ვითანამშრომლებთ ორგანიზაციასთან ,,ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“. 2015 წლის ბოლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ,,ოქსფამთან“ თანამშრომლობის შედეგად შეიმუშავა დოკუმენტი, სადაც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის 20 რეკომენდაციაა განსაზღვრული. ჩვენი მიზანია, საერთშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შეიქმნას სრულფასოვანი დოკუმენტი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია განვიხილოთ სასურსათო უსაფრთხოების და ნუტრიციის საკითხებისადმი მიდგომა გენდერულ ჭრილში“, - აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე სასურსათო უსაფრთხოების კონცეფციის გენდერული ანალიზის შედეგები და ნუტრიციის საკითხებისადმი გენდერულად სენსიტიური მიდგომები განიხილეს. კონფერენციის მონაწილეებმა სოფლის მეურნეობაში ქალთა მონაწილეობის არსებული ბარიერებისა და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ იმსჯელეს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსია არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია სასურსათო პოლიტიკის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში სათანადოდ მოხდეს გენდერული პერსპექტივის ინტეგრირება და ნებისმიერი პოლიტიკისა თუ პროგრამის შედეგის მაჩვენებლების გენდერულ ჭრილში წარმოდგენა და გაანალიზება. კონფერენციას ,,გენდერი და სასურსათო უსაფრთხოება“ ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ცნობისთვის, 2013 წლიდან, ევროკავშირის დაფინანსებით ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,ოქსფამი“ ახორციელებს პროექტს - „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“. პროექტის მიზანია გენდერულად სენსიტიური სასურსათო უსაფრთხოებისა და ნუტრიციის სტრატეგიის შემუშავება სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. 2015 წელს ოქსფამმა სამართალმემკვიდრე ადგილობირივი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბრიჯ - ინოვაცია და განვითარება“ დაარსა. სიღარიბესთან ბრძოლის მისიის ფარგლებში ორგანიზაციის პრიორიტეტები სოციალურად დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფების განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვაა.
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)