|
2026-01-30 23:01:11, 1304 ნახვა
სამართალი
პროკურორი ადასტურებს, რომ დაპირისპირების საფუძველი ქურდული სამყაროს მხარდაჭერა გახდა – შარაშიძის საქმე
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, დავით შარაშიძის საქმის პროკურორი ადასტურებს, რომ მასა და პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეს შორის დაპირისპირება ქურდული სამყაროს მხარდაჭერის გამო დაიწყო. “ჩატარებული გამოძიებით არის დადგენილი, რომ 27 იანვარს, ერთ-ერთი რესტორნის ტერიტორიაზე, ბრალდებულს და მასთან თანმხლებ ორ პირს მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება დაზარალებულთან. ამის გაგრძელება – მოხდა უკვე ფიზიკური ძალადობა. თუმცა, აღნიშნული ძალადობა არ იყო დაკავშირებული მის სამსახურებრივ მოვალეობასთან. ეს იყო ურთიერთშელაპარაკება, რომელიც შემდგომში გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. არანაირად არ იკვეთება, რომ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა დაზარალებული, ან ეს ძალადობა დაკავშირებული იყო მის სამსახურებრივ მოვალეობასთან […] ბრალდებულს [დავით შარაშიძეს] თან ახლდა ორი პირი. ამ ორი პირიდან ერთ-ერთი ესაუბრებოდა დაზარალებულს. ამ საუბარში, მან გამოხატა მხარდაჭერა ქურდული სამყაროს მიმართ. ამის შემდეგ, აღნიშნულმა პირმა შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ასევე, შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავ ორგანოს და შემდგომ უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ეს ყველაფერი”, – უთხრა პროკურორმა ელგუჯა ადეიშვილმა TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას. პროკურორის ინფორმაციით, შარაშიძის თანმხლებ ორ პირს ამ დროისთვის ეძებენ. გარდა ამისა, ელგუჯა ადეიშვილმა განაცხადა, რომ შარაშიძისთვის შეფარდებულ საპატიმრო გირაოს ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სახელმწიფო ბრალდება ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)