|
2026-01-30 22:57:56, 883 ნახვა
პოლიტიკა
ქართული ჟურნალისტიკა ყოფნა-არყოფნის ზღვრამდე მიჰყავთ — IPI „ოცნების“ მორიგ რეპრესიულ რეგულაციებზე
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) ეხმაურება „ქართული ოცნების“ მორიგი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გაცხადებულ გეგმებს, რომლითაც მმართველი პარტია, ინსტიტუტის შეფასებით, მედიას სრულად უკეტავს დამოუკიდებელი დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. „ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში, გაძლიერდება უკვე ისედაც რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო, რომლის სამიზნე მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერის ამოქოლვაა და შესაძლოა სრულიად აღმოფხვრას კიდეც ქართველი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისთვის შესაძლებლობა, მოიპოვონ ნებისმიერი ფორმის დამოუკიდებელი დაფინანსება“, — ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაცია განცხადებაში ხსნის, რა კონკრეტული საფრთხეების შემცველია „ქართული ოცნების“ ეს უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები მედიისთვის:
ორგანიზაცია წერს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2025 წელს უკვე მიღებული რეგულაციები, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები ერთობლიობაში, ქართულ მედიას ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ამყოფებს. IPI-სა და MFRR-ის (Media Freedom Rapid Response/სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის) პარტნიორ ორგანიზაციებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდებოდა და საერთაშორისო, ურყევი რეაგირების გარეშე, ეს მეტად გამწვავდებოდა. „მიუხედავად თავისუფალი მედიისთვის სულ უფრო მტრული გარემოსი, დამოუკიდებელი ჟურნალისტები ქვეყანაში რჩებიან და უარს ამბობენ გაჩუმებაზე ან იძულებით ემიგრაციაზე. თუმცა მათ სასწრაფოდ სჭირდებათ საერთაშორისო მხარდაჭერა. […] ამიტომ მივესალმებით ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რათა დაიწყოს ექსპერტთა მისია საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების საკითხზე“, — ნათქვამია IPI-ს განცხადებაში, რომელსაც არაერთი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია უერთდება, რომელიც მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. MFRR (Media Freedom Rapid Response/სწრაფი რეაგირება მედიის თავისუფლებისთვის) არის ევროპის მასშტაბით მოქმედი მექანიზმი, რომელიც აკვირდება და რეაგირებს პრესისა და მედიის თავისუფლების დარღვევებზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, კანდიდატ ქვეყნებსა და უკრაინაში. პროექტი ევროკომისიის თანადაფინანსებით ხორციელდება. IPI და სხვა ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ „ოცნების“ პარლამენტს, რომ დაუყოვნებლივ თქვას უარი დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და გააუქმოს უკვე არსებული რეპრესიული რეგულაციები. „საბოლოოდ, კვლავაც მოვუწოდებთ ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრი რეაგირება იქონიონ საქართველოს მმართველი პარტიის მიერ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლაზე, მათ შორის, დამატებითი მიზნობრივი სანქციების გზით“, — წერია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: International Press Institute (IPI)
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)