|
2026-01-29 21:55:10, 713 ნახვა
პოლიტიკა
ტექნიკურ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქციაა, მას თსუ-სთან შეკრებილებიც შეუერთდნენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი სტუდენტები მსვლელობით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსთან მივიდნენ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ასევე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - სტუდენტების თქმით, ისინი ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ რეფორმას ერთად გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. დღეს თსუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრა მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე რექტორი მათ არ შეხვდება. ქართული ოცნების განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რომ უნივერსიტეტების გაერთიანების პროცესში შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობების შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესს წარმართავენ. "მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობოს საერთაშორისო რეიტინგი. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო, საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობების შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს"- თქვა გივი მიქანაძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)