|
2026-01-28 23:16:30, 884 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების საგარეო მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის დელეგაციას შეხვდა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 28 იანვარს, ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა. მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები. "ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის და სტაბილური განვითარების მნიშვნელობას და განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესები". "განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე და ამ მხრივ განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი. საქართველო მიესალმა აშშ-ის აქტიურ ჩართულობას რეგიონში. დელეგაციის წევრებმა დააფიქსირეს შეერთებული შტატების უპირობო, ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღინიშნა ამ მიმართულებით კონკრეტულად აშშ-ის კონგრესის აქტიური ჩართულობის როლი. საუბრისას, დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს როლი როგორც გლობალური, ისე რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის სურვილი და მზადყოფნა აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით". - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)