|
2026-01-28 15:28:03, 531 ნახვა
პოლიტიკა
ყველას ექნება ჩართვის შესაძლებლობა - პაპუაშვილი ე.წ ფასების საპარლამენტო კომისიის მუშაობაზე
საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომებზე სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების რეგულირების საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა. გუშინ, დარგობრივი და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა bm.ge-სთან დაადასტურა, რომ კომისიას თავად უხელმძღვანელებს. „შესაძლებლობა გვექნება, მთელი საზოგადოება იყოს ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით და ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ფასების წარმოქმნა. წარმოება, დისტრიბუტორი და სხვა რგოლები განმარტებებს მოგვცემენ. დავინახავთ, რომელ საკითხებზეა შესაძლებელი საკანონმდებლო რეგულირება ან პრაქტიკის შეცვლა“, – თქვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, საპარლამენტო კომისია სამ ძირითად მიმართულებას შეისწავლის – პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებს. საჯარო პროცესში ყველა დაინტერესებული პირი ჩაერთვება.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)