|
2026-01-25 23:21:14, 1158 ნახვა
მსოფლიო
იტალიისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრებმა გააკრიტიკეს ტრამპის განცხადებები ავღანეთში ნატოს როლის შესახებ
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მელონიმ და მისმა ნორვეგიელმა კოლეგამ, სტორემ, გააკრიტიკეს ტრამპის განცხადებები იმის შესახებ, რომ ავღანეთში ფრონტის ხაზზე ნატოს არაამერიკელი ჯარისკაცები არ იმყოფებოდნენ. თავის განცხადებაში მელონიმ გაიხსენა, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, ნატომ ისტორიაში პირველად და ერთადერთხელ გამოიყენა მე-5 მუხლი შეერთებული შტატებისადმი სოლიდარობის ნიშნად. მან თქვა, რომ იტალიამ „უდაოდ მაღალი ფასი“ გადაიხადა: თითქმის 20 წლის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებებში, უსაფრთხოების მისიებსა და ავღანეთის ძალების სასწავლო პროგრამებში 53 ჯარისკაცი დაიღუპა და 700-ზე მეტი დაიჭრა. „ამ მიზეზით, განცხადებები, რომლებიც ავღანეთში ნატოს ქვეყნების წვლილს ამცირებს, მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოკავშირისგან მოდის“, - აღნიშნულია განცხადებაში. თავის მხრივ, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა სტორემაც განაცხადა, რომ ტრამპის განცხადებები „უპატივცემულოა“. „დაღუპულებს, მათ ოჯახებს და ავღანეთში მსახურებს სიმართლითა და პატივისცემით უნდა მოეპყრონ. პრეზიდენტის განცხადება უპატივცემულობაა“, - დაწერა სტერმა თავის Facebook გვერდზე. 22 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომის დროს შეერთებულ შტატებს არასდროს სჭირდებოდა არაამერიკელი მოქალაქეები, რადგან ისინი „ფრონტის ხაზს ოდნავ უკან რჩებოდნენ“.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)