|
2026-01-23 17:24:23, 761 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით: თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს ჰქონდათ მიღებული დავალება და მიუხედავად ხელისუფლების არაერთი თხოვნისა და მოწოდებისა, დაიწყეს ამ დავალების შესრულება. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს თვეების განმავლობაში გაჩაღებული ჰქონდათ კამპანია ხელისუფლების დამხობის შესახებ. „მთელი თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კამპანია სახელმწიფო გადატრილებასთან დაკავშირებით. კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები საუბრობდნენ სახელმწიფო გადატრიალებაზე, ხელისუფლების დამხობაზე, შეიკრიბნენ და ამის განხორციელებაც დაიწყეს, უბრალოდ, შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს ძალიან მაღალ პროფესიონალურ დონეზე და შეაჩერეს ეს მძიმე ფაქტი - სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელიც აღსრულებაში ჰქონდათ უკვე მოყვანილი. ძალიან ბევრჯერ გავაკეთეთ განცხადებები, მაშინაც კი, როდესაც კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული და პირდაპირ საუბრობდნენ დამხობაზე, გადატრიალებაზე, ვთხოვდით, არ გადაედგათ ასეთი ნაბიჯი. არაერთხელ გამიკეთებია მეც განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით. ვთხოვდით, რომ ნუ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც, პირველ რიგში, მათთვის იქნებოდა დამაზიანებელი და ნუ ჩაიდენდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. არ დაემორჩილნენ, მათ თავიანთი გზა ჰქონდათ, დავალება ჰქონდათ მიღებული, დაიწყეს ამ დავალების შესრულება და სახელმწიფო, რა თქმა უნდა, მოქმედებს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)