|
2026-01-23 16:08:54, 753 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ზოგიერთი მოქალაქე უბრალოდ ტროტუარზე დგომის გამო დააკავეს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა სამოქალაქო აქტივისტების ადმინისტრაციულ დაკავებაზე „ტროტუარის“ შესახებ კანონის თანახმად. სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე სალომე ზურაბიშვილმა დაწერა: „ტერორი საქართველოში. დღეს სამი მოქალაქე დააკავეს უბრალოდ ტროტუარზე დგომისთვის. სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაში. დანაშაულის გარეშე. მტკიცებულებების გარეშე. მხოლოდ მიტაცებული სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებს. სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაში“, - წერს სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტებს სანდრო მეგრელიშვილს და დიმიტრი ჯამბურიას ტროტუარზე დგომისთვის ოთხდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯათ. აქტივისტ ლუკა ნაგლიაშვილს ამავე კანონის თანახმად ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთ აქტივისტს, მიხეილ ზაქარეიშვილს, ასევე ხუთდღიანი პატიმრობა მიესაჯა.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)