|
2026-01-16 00:43:58, 1257 ნახვა
სამართალი
გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანის დედა შიმშილობას აანონსებს
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ სამ მოზარდს ბრალი დაუმძიმეს - ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი დაკავებულის, 17 წლის დემეტრე ჩიქოვანის დედა ავრცელებს. დამძიმებული ბრალი, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს, დაკავებულებს გუშინ წაუყენეს. პროკურატურას ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სასამართლოები დახურული იქნება - არასრულწლოვანი ბრალდებულების გამო. აქედან გამომდინარე, ჟურნალისტებსაც უმცირდებათ საქმის მასალებზე წვდომა. თავად ჩიქოვანის გვარი, მისი მშობლის თანხმობით გაჟღერდა. (აქვე: ჩიქოვანს 9-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება) გარდა ამისა, ჩიქოვანის დედა სოფო ძნელაძე შაბათიდან შიმშილობის დაწყებას აანონსებს. "გიგა ავალიანის დედა სამართალს ეძებს და როგორც კი ჩათვლის, რომ იპოვა, ის გაჩუმდება... [2025 წლის] 20 ოქტომბერს, როცა დემეტრე დააკავეს, იმ ოჯახს ჰქონდა აქცია დაანონსებული... ჩემი შვილი გადაუგდეს „ბარტყად“, რომ მის დედას აეღო განზრახვაზე ხელი და შიმშილობა არ დაეწყო. მე ჩემი შვილის სიმართლეს შევაკვდები და დავანახებ პროკურატურას, რომ მართალი ბიჭის დედასაც შეუძლია სიკვდილი. ჩემს შვილს არ კლავენ? მე მზად ვარ, რომ ჩემი სიცოცხლე მივიტანო და დავდო პროკურატურასთან. თავს დავიწვავ, პატიმრობა რომ მიუსაჯონ" - აცხადებს სოფო ძნელაძე საგულისხმოა რომ ბრალის დამძიმება მოკლული მასწავლებლის ახლობლების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რაც ფაქტობრივად დაკმაყოფილდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო გენპროკურორის გადადგომა (თუკი უწყება ნაბიჯებს არ გადადგამდა) და დედის, ეკა კუპატაძის ანონსი პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებაზე.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)