|
2026-01-15 19:26:15, 640 ნახვა
პოლიტიკა
საფარი: TikTok-ის გამოყენებით მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობისთვის კაცს პატიმრობა მიესაჯა
ორგანიზაცია საფარის ცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყნილი ქმედების ბრალდებით პედოფილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საფარის განცხადება: "საფარს მიმართა მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, რომელსაც შვილმა უთხრა, რომ მას ინტენრეტ სივრცეში უცხო მამაკაცი სწერდა. საფარის იურისტი, მარი ვარამაშვილი საქმეში ჩაერთო და ბავშვთან გასაუბრების შემდეგ სქესობრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ პედოფილი, რომელიც ბავშვს, როგორც თანატოლი, გაეცნო, TikTok-ის პლატფორმაზე უგზავნიდა ინტიმური შინაარსის მასალას, აიძულებდა ბავშვს მისთვისაც იმავე სახის მასალის გამოგზავნას და სხვადასხვა სექსუალური ხასიათის მოქმედების განხორციელებას. მიუხედავად იმისა, რომ ტიკტოკის პლატფორმაზე პირი არაიდენტიფიცირებადი იყო, შევძელით მისი მონაცემების მოპოვება და დავადგინეთ პირის ვინაობა. ამის შემდეგ, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ პირი არის სრულწლოვანი და დღეს, 21 მაისს, მას პატიმრობა შეეფარდა. საქმე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს საფარის პრაქტიკაში TikTok-ის პლატფორმაზე კიბერგრუმინგის პირველი შემთხვევაა, როდესაც პედოფილი იდენტიფიცირდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. საფარი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ბრალდებულის სხვა სავარაუდო მსხვერპლების საქმეებზეც გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო ამ კონკრეტულზე დადგეს გამამტყუვნებელი განაჩენი. 15 იანვარს პედოფილი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყნილ ქმედებას გულისხმობდა. მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა".
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)